ვირჯილ აბლოს პირველი კოლექცია Louis Vuitton-სთვის

ამ წლის დასაწყისში მოდის ინდუსტრიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. კოლექციის Louis Vuitton x Supreme უკვე ლეგენდარული ავტორი კიმ ჯონსი Dior Homme-ში გადავიდა, კრის ვან აშმა Dior-იდან Berlutti-ში გადაინაცვლა, ხოლო ჯონსის ადგილი კანიე უესტის ყოფილმა თანაშემწემ, ვირჯილ აბლომ დაიკავა. აბლო ცნობილია, როგორც ჰაიპბისთრბის მეფე. ეს ტიტულა აბლოს საკუთარმა ბრენდმა Off-White მოუტანა, რომლის ჩვენებაზე მოსახვედრად ახალგაზრდები ფიზიკურადაც არ ინდობენ ერთმანეთს. LVMH-ის ხელმძღვანელობამ სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი. შეძლებდა თუ არა კანიეს არტ-დირექტორი ჯონსის წარმატების განმეორებას, ამ კითხვა სვამდნენ ჟურნალისტები, Louis Vuitton-ის შოუმ კი დაამტკიცა, რომ აბლოს პოტენციალი უსაზღვროა.

ჩვენება პალე-როიალში გაიმართა. პოდიუმი ცისარტყელას ფერებში შეიღება. კოლექციას საფუძვლად აბლოს ხელწერისთვის დამახასიათებელი მაისურები და ჰუდები, მამაკაცის კოსტიუმები, ტრენჩები და სპორტული შარვლები დაედო. პოდიუმზე გამოვიდნენ დიზაინერის ახლო მეგობარი Kid Cudi  და სკეიტერი ბლონდი. მეგობრისთვის დებიუტის მისალოცად მივიდნენ კანიე უესტი, კიმ კარდაშიანი, რიანა, რიტა ორა და ბელა ჰადიდი.

შოუ კულმინაცია პოდიუმზე გამოსული და კანიესთან ჩახუტებული აცრემლებული აბლო გახდა.

კომენტარი
%d bloggers like this: