ალან რიკმანი “ჰარი პოტერში” შესრულებული როლით უკმაყოფილო იყო

ალან რიკმანი არ განიცდიდა ისეთივე ვიამოვნებას სევერუს სნეიპის როლისგან, როგორც მისი მაყურებლები. ეს ფაქტი ცნობილი მსახიობის პირადი წერილებიდან გახდა, რომლებიც აუქციონზე გამოიტანეს.

ერთ-ერთ წერილში პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი რიკმანს მადლობას უხდის და სთხოვს როლის გამო ნუ იღელვებს. “მადლობა, რომ “ჰარი პოტერის” მეორე ნაწილის წარმატებაში დამეხმარე. ვიცი, ხანდახან იმედგაცრულებული ხარ, მაგრამ გთხოვ, გახსოვდეს რომ შენ ამ ფილმების განუყოფელი ნაწილი ხარ. და შენ არაჩვეულებრივად თამაშობ”.

რიკმანის იმედგაცრუება მომდევნო ფილმების მიმართაც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ  ალან რიკმანი 2016 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: