ალმატაში ქართველი დიზაინერების მაღაზია The Dose გაიხსნა

ქართველ დიზაინერებს ბაიერები მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან დემნა გვასალიამდე დიდი ხნით ადრე იცნობდნენ. ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და მყიდველები გადატვირთულ განრიგში ყოველთვის პოულობენ ადგილს MBFW Tbilisi-ზე ჩამოსასვლელად. ქართველი დიზაინერების სამოსი იყიდება Farfetc-ზე, Net-a-Porter-სა და Barney’s-ში.

მაისის დასაწყისში ალმატაში ქართველი დიზაინერების სამოსის პირველი მაღაზია The Dose გაიხსნა. მაღაზიაში ჯერჯერობით ექვსი ბრენდია წარმოდგენილი: Gvantsa Janashia, Lado Bokuchava, Aleksandre Akhalkatsishvili, Nina Zarqua, Muzaradi და Kanchaveli, მაგრამ მაღაზიის დამფუძნებლები ასორტიმენტის გაზრდას გეგმავენ.

მაღაზიაში იყიდება როგორც ყოველდღიური სამოსი, ასევე საღამოს კომპლექტები და კაბები. აქსესუარები წარმოდგენილია Kanchaveli-ს ჩანთების სახით, რომლებიც თითო ეგზემპლიარად იქმნება. უნიკალურობა The Dose-ისთვის მნიშვნელოვანი პუნქტია.

კომენტარი
%d bloggers like this: