ანჯელინა ჯოლი ითამაშებს ფილმში პიტერ პენისა და ალისას მშობლების შესახებ

ანჯელინა ჯოლი და დევიდ ოიელოუო ფენტეზის ჟანრის ფილმში Come Away თამაშს აპირებენ. ფილმის რეჟისორი ბრენდა ჩეპმენი იქნება, რომელმაც ანიმაციური ფილმისთვის “მამაცი” ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, “ოსკარი” მიიღო.

ახალი პროექტი ორი ცნობილი ზღაპრის, ლუის კეროლის “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” და მეთიუ ბარის “პიტერ პენის” პრიქველი იქნება.

სცენარის მიხედვით პიტერი და ალისა და-ძმა არიან. როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად მათი უფროსი ძმა იღუპება. ისინი მშობლების დახმარებას ცდილობენ, რომლებსაც ჯოლი და ოიელოუო ითამაშებენ. შედეგად, ბავშვები რეალობისა და გამოგონილის ზღვართან აღმოჩნდებიან, რასაც ნეტლანდიაში – საოცრებათა ქვეყანაში მიჰყავს.

ჯერჯერობით ანჯელინა “მალაფისენტის” მეორე ნაწილზე, ლოს-ანჯელესში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ Disney-მ ცოტა ხნის წინ დაიწყო ფილმის სიქველის გადაღება, რომელშიც ჯოლისთან ერთად მონაწილეობას კვლავ ელ ფენინგი იღებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: