ანჯელინა ჯოლი კინოკარიერის დასრულებას გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჯერ კიდევ არ არიან განქორწინებულნი, მსახიობი ქალი მზად არის ლოს-ანჯელესიდან ლონდონში გადავიდეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს. მას არ უნდა ყოფილ ქმართან ერთად ერთ ქალაქში ცხოვრება. ანჯელინა მზადაა გადაღებებს თავი დაანებოს და პოლიტიკით დაკავდეს. ის ლონდონში ლტოლვილთა საკითხებზე სახელმწიფო მრჩევლად მუშაობას გეგმას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დროებითი ხელშეკრულების ვადა გააგრძელა, რომლის მიხედვით ჯოლი-პიტის წყვილის შვილები სისტემატურად ურთიერთობენ მამასთან, მაგრამ დედასთან ცხოვრობენ. ანჯელინა ძალიან უკმაყოფილოა ბრედის საქციელით, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობა დაალაგა და მას შვილები გააცნო. ჯენიფერმა ბავშვები ლოს-ანჯელესიდან წაიყვანა და მათთან ერთად იორდანიაში გაფრინდა, რაც ასევე არ მოეწონა პიტს. ნათელია, რომ ჯოლისთვის ლონდონში გადასვლა მარტივი საქმე არ იქნება.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: