არტისტერიუმი 2017

4-14 ნოემბერს თბილისი თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენას „არტისტერიუმს“ უმასპინძლებს.

„არტისტერიუმი“ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა, რომელიც  უცხოელი და ქართველი მხატვრების ექსპოზიციებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს აერთიანებს.

არტისტერიუმი “No 10”-ის მიზანი ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენას, გამოყენებულ მასალას, მიდგომებსა და საწარმო პროცესებს შორის შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა.

 

პროგრამა:

4 ნოემბერი

18:00 – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ – No10, არტისტერიუმი 10 / 2017-ის გახსნა. საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: “ხელოვნება რეწვა დიზაინი”, “მისაღები ოთახი III”, “გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ინტერვენცია თბილისის ისტორიის მუზეუმში”. (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, ფინეთი, საბერძნეთი, იაპონია).

5 ნოემბერი

18:00  – გალერეა „ნექტარი“, „გაყინული“, ნიკ ბეზემერი (შვეიცარია)

6 ნოემბერი

19:00  – გალერეა „კონტეინერი“ – „პასპორტის ფოტო“, ჯგუფური გამოფენა, (საქართველო)

7 ნოემბერი

18:00  – ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი – ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები პოლონეთიდან, ფოტო გამოფენა

19:00  – „პირისპირ“, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი)

8 ნოემბერი

18:00  – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი,  – „მეორე ბუნება“, ელენე რაქვიაშვილი, ინტერაქტიური პერფორმანსი (საქართველო)

10 ნოემბერი

18:00 – ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი – რას ნიშნავს სიტყვა ,,ვლადიკავკაზი“ და ვინ არის ვლადიმირი?, ჯგუფი ბულიონი, პროექტის პრეზენტაცია (საქართველო)

12 ნოემბერი

19:00  – ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8; – შეუდარებელი და ყოვლისშემძლე, უტა ბექაია, ლია ბაგრატიონი, პერფორმანსი (საქართველო, აშშ)

14 ნოემბერი

19:00 – დედიკას გალერეა, – „ შავი ყუთის ჩანაწერები“, ზურა აფხაზაშვილის (აფხაზი) პერსონალური გამოფენა (საქართველო).

კომენტარი
%d bloggers like this: