ახალი სუნამო GOLDEA The Roman Night

რამდენიმე დღის წინ სასტუმრო Biltmore-ში Bvlguri-ს ახალი სუნამოს GOLDEA The Roman Night პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციისთვის საგანგებოდ შეირჩა 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რადგან ზუსტად შეესაბამება ბრენდის იმიჯს. GOLDEA-ს სუნამოს ხაზის მესამე არომატი სექტემბერი გამოვიდა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია ICI PARIS მაღაზიათა ქსელში.

Singapore_Thailand_online banner_V4

Bvlguri-ს „ცხვირმა“ ალბერტო მორიასმა კენკრის მოტკბო-მომჟავი გემო და ყვავილების სურნელი გააერთიანა:

ზედა ნოტები: ბერგამოტი, შავი წიწაკა, თუთა

შუა ნოტები: შავი პიონი, შავი ჟასმინი, ვარდი

საბაზისო ნოტები: შავი მუსკუსი, პაჩული, ხავსი, ვეტივერი

სუნამოს ინსპირაცია დედოფალი კლეოპატრა გახლავთ, რომელიც გადმოცემით, გარშემომყოფებს  ჯადოსნური ეთერზეთებით აჯადოვებდა. ბრენდმა სუნამოს სარეკლამო კამპანიისთვის ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი მიიწვია, ვიდეო კი რომში გადაიღო.

კომენტარი
%d bloggers like this: