ახალი ფილმი კრისტოფერ რობინზე (თრეილერი)

სტუდიამ Disney ახალი ფილმის “კრისტოფერ რობინის” პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი უკვე გაზრდილ კრისტოფერ რობინზე, ალან მილნის წიგნის “ვინი-პუჰის” გმირზე მოგვითხრობს. შეგახსენებთ, რომ მისი პროტოტიპი მწერლის შვილი გახდა.

ერთხელ კრისტოფერ რობინი პარკში ძველ მეგობარს, ვინი-პუჰს ხვდება. დათუნია მას ბავშობას ახსენებს.

კრისტოფერ რობინის როლი იუენ მაკგრეგორს ერგო, ფილმის რეჟისორი კი მარკ ფოსტერია.

 

2017 წლის ნოემბერში უკვე გამოვიდა ფილმი, რომელიც ასევე ვინი-პუჰის თავგადასავლითაა შთაგონებული და ალან მილნის შვილთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მწერლის როლი დონალ გლისონმა შეასრულა, ხოლო მის მეუღლეს “ოსკარის” წლევანდელი ნომინანტი მარგო რობი თამაშობს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: