Netflix-მა “ბანქოს სახლის” ახალი სეზონის თიზერი გამოუშვა

სერიალის “ბანქოს სახლი” მეექვსე, უკანასკნელი სეზონის თიზერი გამოვიდა. 45-წუთიან ვიდეოში თეთრი სახლის დასავლეთ ფრთა ჩანს. სიუჟეტი რობინ რაიტის პერსონაჟზე – კლერ ანდერვუდზეა ფოკუსირებული. კლერი საკუთარ კაბინეტში სავარძლიდან დგება და ამბობს: “We’re just getting started” (ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ).

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რომელიც მთავარ პერსონაჟს – ფრენკ ანდერვუდს თამაშობს, პროდიუსერებმა სერიალის დასრულება გადაწყვიტეს, მსახიობი კი გაათავისუფლეს. სერიალის ბრიტანულ ანალოგში მთავარი გმირი იღუპება. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელმა სცენარისტებმაც ეს გზა აირჩიეს.

მეექვსე სეზონის პრემიერა 2018 წელს შედგება.

კომენტარი
%d bloggers like this: