ბელა ჰადიდი და ირინა შეიკი Versace-ს კამპანიაში

ხასხასა და მხიარულია Versace-ს გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანია, რომელშიც მონაწილეობა ბელა ჰადიდმა, ადუტ აკეჩმა და ირინა შეიკმა მიიღო.

ბრენდის Instagram-გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა. მათზე მოდელები მუქ ნაცრისფერ ფონზე ფერადი კაბებით, ჩანთებითა და სამკაულებით პოზირებენ.

კრეატივზე პასუხს მოდის ფოტოგრაფი სტივენ მაიზელი აგებს. წელს მანიმუშავა როგორც დიდ მოდის სახლებთან, ასევე მას-მარკეტის დემოკრატიულ ბრენდებთან, როგორებიცაა Chloé და Zara.

ფოტოსესიის ნათელიწერტილი 45 წლის კანადელი მოდელი შალომ ჰარლოუ იყო. მასთან მუშაობის პროცესის ამსახველი ვიდეო დონატელა ვერსაჩემ საკუთარ ინსტაგრამდე გამოაქვეყნა.

https://www.instagram.com/p/BrfLkoSH_tM
კომენტარი
%d bloggers like this: