ბერლინალე 2018-ის გამარჯვებულები

თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად მიუახლოვდა ბერლინალეს წლევანდელი ფესტივალი დასასრულს და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოვების დროც დადგა. წელს საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე გერმანელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და კომპოზიტორი ტომ ტიკვერია, ხოლო წევრები სესილ დე ფრანსი, ჩემა პრადო, ადელ რომანსკი, რიუჩი საკამოტო და სტეფანი ზაქარეკი. საერთაშორისო ჟიურის წევრებს ფესტივალის დირექტორი ირჩევს.

ბერლინალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა ოქროს და ვერცხლის დათვები. საპატიო ოქროს დათვი წელს მსახიობ უილიამ დეფოს გადაეცა.

2018 წლის მთავარი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის – ადინა პინტილი, “Touch Me Not” 

 

ვერცხლის დათვი, ჟიურის პრიზი – მარგორზატა სზუმოვსკა, “Mug”

 

ვერცხლის დათვი, ალფრედ ბაუერის პრიზი მხატვრული ფილმისთვის – მარსელო მარტინეზი, “The Heiresses”

 

ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორს – ვეს ანდერსონი, “Isle of Dogs”

 

 

ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობ ქალს – ანა ბრუნი ფილმისთვის “The Heiresses”

 

ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობ მამაკაცსანტონი ბეჟონი ფილმისთვის „The Prayer“

ვერცხლის დათვი საუკეთესო მხატვრობისთვის – ელენა ოკოპნაია ფილმისთვის „Dovlatov“

 

ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის – მანუელა ალკალა და ალონსო რუიზპალასიო, “Museum”

 

კომენტარი
%d bloggers like this: