ბერლინმა ღამის კლუბების შესანარჩუნებლად 1 მილიონი ევრო გამოყო

ბერლინის ქალაქის ხელმძღვანელობა ქალაქში ღამის კლუბების კულტურის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

ამ მიზნის განსახორციელებლად 1 მილიონამდე ევრო გამოიყო.

თანხა კლუბების შენობების რემონტსა და ხმის იზოლაციაზე დაიხარჯება, რათა მოგვარდეს კონფლიქტი ღამის ხმაურიანი გართობის მოყვარულებსა და მიმდებარე მაცხოვრებლებს შორის.

როგორც სენატორმა რამონა პოლმა განაცხადა, “ბერლინის საკლუბო კულტურა მთელს მსოფლიოშია ცნობილი, ის ჩვენი ქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს”.

 

კომენტარი
%d bloggers like this: