ბიონსე, Destiny’s Child და სხვა ვარსკვლავები მუსიკალური ფესტივალიზე Coachella

მბზინავ კოსტიუმებში გამოწყობილმა Destiny’s Child-ის წევრებმა ძველი ჰიტები გააცოცხლეს. Coachella-ს მუსიკალური ფესტივალის მთავარ სცენაზე ბიონსესთან ერთად მიშელ უილიამში და კელი როულანდი გამოჩნდნენ. მათ თაყვანისმცემლებისთვის საყვარელი “Lose My Breath”, “Say My Name” და “Soldier” შეასრულეს.

ბიონსეს ბრწყინვალების გადაფარვა ვერავინ შეძლო. მან კოსტიუმი რამდენჯერმე გამოიცვალა, მათგან ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალურად მომღერლისთვის შექმნილი,  ეგვიპტურ სტილში შესრულებული Balmain-ის მოსასხამი იყო.

BALMAIN X BEYONCE #beychella

A post shared by OLIVIER R. (@olivier_rousteing) on

 

Coachella ვარსკვლავების სიმრავლით გამოირჩევა. გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი გახდა.

ფესტივალის პირდაპირ ეთერში ნახვა აქ შეგიძლიათ:

კომენტარი
%d bloggers like this: