ბრეტ პიტი ჰარვი ვაინშტაინზე ფილმს გადაიღებს

მას შემდეგ, რაც The New York Times-მა ჰარვი ვაინშტაინის მიერ ახალგაზრდა მსახიობების მრავალწლიანი სექსუალური შევიწროების საგამოძიებო მასალები გამოაქვეყნა, ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ბრედ პიტის კინოკომპანიამ Plan B და კომპანიამ Annapurna Pictures სკანდალურ ჰოლივუდელ პერსონაზე ფილმის გადაღების უფლება შეისყიდეს.

წარსულში ბრეტ პიტთან ურთიერთობაში მყოფი ორი ქალი – გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი “ვაინშტაინის სიაშია”. გვინეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცნობილი პროდიუსერის ამაზრზენ ქმედებებზე ალაპარაკდა. მაშინ, 1995 წელს ის ბრედს ხვდებოდა და ამბობენ, რომ ვაინშტაინსა და პიტს შეკამათებაც მოუვიდათ.

მოგვიანებით ანჯელინა ჯოლიმ The New York Times-ს განუცხადა, რომ ვაინშტაინთან უსიამოვნო გამოცდილების გამო სამუდამოდ უარი თქვა მასთან მუშაობაზე და სხვა მსახიობებიც გააფრთხილა.

ფილმში შევა როგორც ვაინშტაინის და მისი დანაშაულების ისტორია, ასევე იმ ჟურნალისტების ამბავი, ვინ ეს საქმე გამოიძია. The New York Times-ის ჟურნალისტებმა ჯოდი კანტორმა და მეგან ტუიმ, ასევე რონან ფეროუმ New Yorker-დან, რომელიც მია ფეროუსა და ვუდი ალენის შვილია, პულიცერის პრემია ყველაზე საპატიო კატეგორიაში, “საზოგადოებისთვის სამსახურში” მიიღეს.

 

 

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: