ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლის ბეჭდის ასლს ყიდის

მეგან მარკლის ნიშნობის ბეჭდის ასლი ბრიტანული სამეფო ოჯახის ოფიციალურ მაღაზიაში გამოჩნდა. სასექსის ჰერცოგინიის ფანატებმა შეამჩნიეს, რომ მაღაზიის განახლებულ კატალოგში გამოჩნდა ბეჭედი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც პრინც ჰარის საჩუქარი.

შეგახსენებთ, რომ მეგანის ორიგინალური სამკაულის დიზაინი პრინც ჰარის ეკუთვნის. ის შექმნილია ოქროსა და სამი ბრილიანტის თვლისგან, რომლიდან ორი პრინცესა დიანას პირადი კოლექციიდანაა.

ბეჭდის რეპლიკის შეძენა 30 ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი.

ცოტა ხნით ადრე, მეგან მარკლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეცეპტები შეკრიბა და კულინარიული წიგნი “Together: Our Community Cookbook” გამოუშვა, რომლის შეძენა აქ შეგიძლიათ.

წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა Hubb Community Kitchen-ს მოხმარდება, სადაც იკრიბებიან ქალები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებელი დაკარგეს და საოჯახო კერძებს ამზადებენ.

კომენტარი
%d bloggers like this: