ბრიტანული მოდის დაჯილდოება 2018 – გამარჯვებულების სია

გასულ ღამეს ლონდონში წლის მთავარი მოდის დაჯილდოება, British Fashion Awards -ბრიტანული მოდის საბჭოს ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე მორიგეობით გამოჩნდნენ დიზაინერები, მოდელები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები.

ცერემონიას დაესწრნენ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები შვილთან, ბრუკლინთან ერთად, ქენდალ ჯენერი, კროუფორდ-გერბერების ოჯახი სრული შემადგენლობით, როზი ჰანტინგტონ-უაითლი, უმა თურმანი, ქეით მოსი, პენელოპა კრუსი და სხვები.

დაჯილდოების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი სცენაზე მეგან მარკლის გამოჩენა იყო. სასექსის ჰერცოგინიამ ჯილდო Givenchy-ს სახლის დიზაინერს, კლერ უეით კელერს გადასცა და მადლობა გადაუხადა საქორწინო კაბისთვის, რომელიც მისი შექმნილი იყო.

საღამოსთვის მეგანმა კვლავ კელერის ნახელავი შავი კაბა აირჩია.

და კიდევ ერთი დეტალი, დაჯილდოებისთვის მეგანმა სამეფო პროტოკოლი დაარღვია და საჯაროდ მუქი ფერის ფრჩხილის ლაქით გამოჩნდა.

პროტოკოლის თანახმად, სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ხასხასა ფერის ფრჩხილის ლაქის გამოყენება.

თუმცა, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ პრინც ჰარის ახალგაზრდა მეუღლე ხშირად ცვლის წესებს და ამ შემთხვევაში, მის მხარეზე ვართ.

ჯილდოს მფლობელების სია კი ასე გამოიყურება:

წლის დიზაინერი (აქსესუარები) – დემნა გვასალია, Balenciaga

წლის ბრენდი – Gucci

წლის ბრიტანელი დიზაინერი (მამაკაცის ხაზი) – ქრეიგ გრინი, Craig Green

წლის ბრიტანელი დიზაინერი (ქალის ხაზი) – კლერ უეით კელერი, Givenchy

ბრიტანული მოდის ამომავალი ვარსკვლავი (მამაკაცის ხაზი) – სემუელ როსი, A-Cold-Wall

ბრიტანული მოდის ამომავალი ვარსკვლავი (ქალის ხაზი) – რიჩარდ ქუინი, Richard Quinn

წლის დიზაინერი – პიერპაოლო პიჩოლი, Valentino

წლის მოდელი – კაია გერბერი

იზაბელ ბლოუს პრემია – Mert& Marcus

განსაკუთრებული მიღწევებისთვის – მიუჩა პრადა

Swarovski-სპრემია განვითარებაში წვლილის შეტანისთვის – ვივიენ ვესტვუდი

კომენტარი
%d bloggers like this: