ბუკერის საერთაშორისო პრემიის შორთლისტი

ბუკერის საერთაშორისო პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯილდოს პრეტენდენტების ექვსკაციანი სია გამოაქვეყნა.

უნგრელი ავტორი ლასლი კრასნახორკაი, რომელიც სიაში რომანით “The World Goes On” და ჩრდილო კორეელი ქალი მწერალი ხან განი წიგნით “The White Book”, 2015 და 2016 წლებში უკვე გახდნენ პრემიის ლაურეატები.

მათ გარდა, სიაში მოხვდნენ ფრანგი მწერალი ვირჯინი დეპანტი(“Vernon Subutex 1”), პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი (“Flights”), ესპანელი ანტონიო მუნიოს მოლინა (“Like a Fading Shadow”) და ერაყელი აჰმედ საადავი (Frankenstein in Baghdad”).

ბუკერის საერთაშორისო პრემია 2005 წლიდან გაიცემა, 2015-დან კი ყოველწლიური სახე მიიღო. პრემია ენიჭება როგორც ინგლისურენოვან მწერლებს, ასევე ავტორებს, რომელთა ნაწარმოებები ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი.

კომენტარი
%d bloggers like this: