გამოკითხვა: მომხმარებელთა უმეტესობა მაღაზიის კონსულტანტებს ვერ იტანს

კომპანიამ HRC Retail Advisory სოციალური გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, რომ მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი ყიდვის პროცესს მარტო ამჯობინებს. აღმოჩნდა, რომ კონსულტანტები მომხმარებელს უმეტეს შემთხვევაში ყურადღებას უფანტავენ.სამხრეთ ამერიკაში 2900 გამოკითხული ადამიანიდან 95%-მა განაცხადა, რომ შოპინგი მარტო ურჩევნია. 85%-მა კი აღნიშნა, რომ სკანერზე ფასის შემოწმება ურჩევნიათ კონსულტანტისთვის დახმარების თხოვნას.აქვე გასაკვირია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამჯობინებს მაღალტექნოლოგიურ გასახდელ ოთახებს ადამიანის თანდასწრებას. ნათელია, რომ შოპინგის ამ ეტაპზე ადამიანის აზრი და რჩევა აუცილებელია.

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: