გილიერმო დელ ტორომ საოცნებო პროეტების სია გამოაქვეყნა

გილიერიმო დელ ტორომ Twitter-ზე 18 “დაკარგული” სცენარის სია გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით სხვადასხვა მიზეზის გამო ფილმები არ გადაღებულა.

რეჟისორით თქმით, ყველა სცენარი დაწერილია ან მის მიერ ან თანაავტორთან ერთად.

დელ ტოროს სიაში შემდეგი პროექტები შევიდა:

 

“საშინელებათა ხეივანი” – 1947 წლის რიმეიქი

“ჯადოქრები” – როალდ დალის რომანის ეკრანიზაცია

“ქარი ტირიფებში” – კენეტ გრემის მოთხრობის ეკრანიზაცია

“გრაფი მონტე-კრისტო” – ალექსანდრე დიუმას რომანის ეკრანიზაცია

“კუბო”

“მეგობარი” – დენ სიმონსის რომანის “მეგობარი, ან ადამიანი შავებში” ეკრანიზაცია

“მზეთუნახავი და ურჩხული” – პოპულარული ზღაპრის ახალი ვერსია

“მეფისტოს ხიდი”

“სახლი მოჩვენებებით” – ფილმი დისნეის ატრაქციონების მიხედვით

“დამარხული გიგანტი”

“საიდუმლო პროექტი”
“შვიდის სია” – დაწერა მარკ ფროსთან თანაავტორობით

“ცრურწმენა”

“ბნელი სამართლიანობის ლიგა” – DC-ს კინოსამყაროს ზებუნებრივი მხარე

“წყნარი ოკეანის საზღვარი 2” – ბლოკბასტერის სრულიად განსხვავებული გაგრძელება

“სიგიჟის ქედზე” – ჰოვარდ ფ. ლავკრაფტის ეკრანიზაცია

“ფანტასტიკური მოგზაურობა” – 1966 წლის კლასიკური ფანტასტიკის რიმეიქი

“ჰალკი” – სერიალის საპილოტო ეპიზოდი

 

რეჟისორი აზუსტებს, რომ ესაა იმ სცენარების სია, რომელზე მუშაობაზეც ოცნებობს. ყველა მათგანი დასრულებულია, მათზე დახარჯულია თვეები ან წლები. შეხვედრები, სინოფსისი, გრაფიკი – ყველაფერი დაწერილია და თითოეული 90-130 გვერდია.
დიდი ხანია ცნობილია, რომ დელ ტოროს ლავკრაფტის “სიგიჟის ქედის” ეკრანიზება უნდოდა. ფილმზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.

ახლა ოსკაროსანი რეჟისორი მარკ გუსტაფსონთან ერთად თოჯინურ მიუზიკლზე მუშაობს, რომელიც კარლო კოლოდის “პინოკიოს” ეფუძნება.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: