გილიერმო დელ ტორო მეუღლეს გაშორდა

ოსკროსანი რეჟისორი პირად ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდა. “ოსკარის” დაჯილდოების მთავარი პრიზიორი 31 წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს, ლორენცა ნიუტონს დაშორდა. წყვილი 1986 წელს დაქორწინდა და მათ ორი ქალიშვილი ყავთ – მარისა და მარიანა.

ხმები იმის შესახებ, რომ რეჟისორის ოჯახში რაღაც ხდება, ჯერ კიდევ დაჯილდოების ცერემონიაზე გავრცელდა. დელ ტორო წითელ ხალიჩაზე მეუღლის ნაცვლად “წყლის ფორმის” სცენარისტ კიმ მორგანტან ერთად გამოჩნდა. სამადლობელ სიტყვაში კი მხოლოდ შვილები და კიმი ახსენა, მეუღლეზე სიტყვა არ დასცდენია. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში უარყო, რომ მას და კიმს რომანი აქვთ.

ახლა გილიერმო და კიმი ერთად მუშაობენ ფილმზე “შუაღამის ამანათი”, რომლისთვისაც სცენარი კვლავ კიმმა დაწერა.

ლორენცამ და გილიერმომ ერთმანეთი მექსიკაში, გვადალახარეში Instituto de Ciencias-ში სწავლისას გაიცნეს. შემდეგ ლორენცა მხატვრად მუშაობდა და მეუღლესთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ჰორორ-ფილმი “დონა ლოპე” გამოუშვა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: