გილიერმო დელ ტორო Netflix-სთვის ჰორორის ჟანრის სერიალს გადაიღებს

გილიერმო დელ ტორო ახალ სერიალზე იმუშავებს სახელწოდებით “გილიერმო დელ ტორო წარმოგიდგენთ “10-ს შუაღამის შემდეგ”(Guillermo del Toro Presents 10 After Midnight).Netflix-ის დაკვეთით გადაღებული სერიალი ოსკაროსანი რეჟისორის მიერ შეთხზული საშინელებათა ისტორიების ნაკრები იქნება.

სავარაუდოდ, დელ ტორო რამდენიმე ეპიზოდის სცენარზეც თავად იმუშავებს. ეს Netflix-სთვის პირველი პროექტი იქნება ჰორორის ჟანრში.

 

მანამდე, დელ ტორომ ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს კომპანია DreamWorks-თან. ის რამდენიმე ანიმაციური ფილმის დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი იქნება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: