“გოგოებს ყველაფერი შეუძლიათ” – Zadig & Voltaire-ის ახალი არომატი

ბრენდი Zadig & Voltaire 1997 წელს იღებს სათავეს, 2017 წელს კი იგი ქსელმა “ისი პარის” ქართველ მომხმარებელს წარუდგინა.

ბრენდმა 2017 წელს ტანსაცმლის ხაზის ჩვენება გამართა, რომლის სლოგანი იყო Girls Can Do Anything – გოგოებს ყველაფერი შეუძლიათ. ეს სლოგანი სრულად გამოხატავს ბრენდის ღირებულებას და ახალი სუნამოს კონცეფციას.

სუნამოს სახელწოდებით Girls Can Do Anything შეძენა ძალიან მალე საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ახალი სუნამოს შესახებ?

ესაა პარფიუმერია ძლიერი ქალისთვის. მასში მსუბუქი მსხლის და ნემსიწვერას ნოტები თამამად ერწყმის ბრუტალურ ამბროკსანს. პარფიუმერი კვენტინ ბიში განმარტავს: “ესაა კლასიკური ტყავის ქურთუკისა და ნაზი აბრეშუმის კაბის შერწყმა. ყველაფერი გავაკეთე, რომ კლასიკური მამაკაცური კომპოზიცია გადამეაზრებინა და მისგან რაღაც ახალი შემექმნა”.

სუნამოს ფლაკონის დიზაინიც შესაბამისია – ერთის მხრივ ვარდისფერი მინა და მეორე მხრივ საკმაოდ მარტივი ფორმა, არანაირი ზედმეტი დეკორი. ფლაკონის თავსახური კი მოტოციკლის დეტალს, ვინტაჟური მანქანის აქსესუარს მოგვაგონებს. ფლაკონის დიზაინის ინსპირაცია წყლის ბოთლებია, რომლებსაც მოდის ჩვენების დროს სტუმრებს სთავაზობდნენ.

სარეკლამო კამპანია Girls Can Do Anything მიმართულია სტერეოტიპებისადმი ბრძოლისკენ. Zadig & Voltaire -ის აზრით ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. ვიდეორგოლში ნატალი კანგილემის რეჟისორობით მოდელი აგნეს ოკერლუნდი სკეიდზე ქუსლიანი ფეხსაცმლით დგას, ფონად კი EMF-ის სიმღერა you’re unbelievable ისმის.

 

კომენტარი
%d bloggers like this: