გორბაჩოვი, როგორც ზარატუსტრა – CinéDOC TBILISI 2019-ზე

CinéDOC TBILISI ყოველ წელს უთმობს თავის ეკრანს „წითელ ფილმებს“, ანუ ფილმებს საბჭოთა წარსულზე, ან პოსტსაბჭოთა მდგომარეობაზე.

2019 წელს, „წითელი სულის“ რუბრიკით 9 ფილმია წარმოდგენილი, რომელთა შორისაა სახელგანთქმული გერმანელი რეჟისორის ვერნერ ჰერცოგის – „შეხვედრა გორბაჩოვთან“.

ჰერცოგი ნიცშეანელი რეჟისორია. მისი შემოქმედება აგებულია ვერტიკალური სტრუქტურით – მაღლა და დაბლა, ზევით და ქვევით… ხსენებულ ფილმშიც შენარჩუნებულია ჰერცოგის სტილი.

გორბაჩოვი ერთგვარი განკვეთილი, თავიდან მოშორებული ზარატუსტრას ამპლუაში გვევლინება. ზარატუსტრას დარად, ის შეეცადა ადამიანებთან ყოფილიყო ძალიან ახლოს… ესწავლებინა მათთვის „მიწის აზრი“ – ზეკაცი… რომელსაც გორბაჩოვისთვის თავად საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა… გორბაჩოვი შეეცადა, როგორც ზარატუსტრა, მდგარიყო შურისძიებაზე მაღლა… მას სურდა, მსოფლიოსთვის საბოლოოდ აერიდებინა ბირთვული ომის საფრთხე… ცივ ომი… დამაქცეველი დაპირისპირება… გამანადგურებელი შუღლი… ის, რასაც ნიცშე წარსულის სულს – „იყო“-ს უწოდებს… გორბაჩოვი ნამდვილად ცდილობდა, ყოფილიყო ადამიანი მომავლიდან, მომავლის ადამიანი… მაგრამ ჰერცოგი კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ აარიდა თავი თავად მომავალმა გორბაჩოვს და განზე დატოვა… თუმცა, გორბაჩოვი ისტორიის კუთვნილებად დარჩა, ცოცხალ კუთვნილებად, პატივსაცემ კუთვნილებად, რომელიც თანამედროვე მაყურებლის მხრიდან ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

კომენტარი
%d bloggers like this: