გორდონ რამზი და სხვა ვარსკვლავი-მზარეულები

გორდონ რამზი – ადამიანი, რომლის სახელიც კულინარიასთან ასოცირდება.

გადავწყვიტეთ, რამზისთან ერთად კიდევ რამდენიმე წარმატებული შეფ-მზარეული გაგაცნოთ.

 

  1. გორდონ რამზი

არშემდგარ ფეხბურთელს და დაწუნებულ პოლიციელს საკმარისი ნებისყოფა აღმოაჩნდა, იმისთვის რომ წონაში საგრძნობლად დაეკლო, ყოველდღიურად ერბინდა და მრავალი წლის მანძილზე შეენარჩუნებინა ოჯახი და ბიზნეს-იმპერია.

16 მიშლენის ვარსლვლავი, 11 რესტორანი მხოლოდ ინგლისში და კიდევ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთიდან იაპონიამდე, რამდენიმე წარმატებული შოუ – „კოშმარი სამზარეულოში“, „ჯოჯოხეთური სამზარეულო“, „ამერიკელი მზარეული“, The F-Word, წიგნი-ბესთსელერები – ეს ყევლაფერი მისი შრომის შედეგია. ყველაფერს პირადად აკონტროლებს და ამას დავუმატოთ შინ, 100 000 ამერიკულ დოლარად ღირებულ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამზარეული, სადაც ახალ რეცეპტებს თხზავს. სამზარეულოში შესვლა საყვარელ შვილებსაც კი ეკრძალებათ.

 

  1. ჯეიმი ოლივერი

ჯეიმი ოლივერის ტელე-დებიური 18 წლის წინ შედგა. დღეს ის დიასახლისების „საყვარელი ბიჭი“, ჯანსაღი საკვებისთვის მებრძოლი და საზოგადო მოღვაწეა. ის ამზადებს საშოაბაო სადილს ანჯელინა ჯოლის ოჯახისთვის, ფასთ-ფუდის კომპანიებს სასამართლოში უჩივის, ფეხბურთის გუნდს ემსახურება და პრინციპის „საკვები სიამოვნებისთვის შელამაზების გარეშე“ პროპაგანდას ეწევა. ნატურალური, მარტივი, ხელმისაწვდომი – მისი ძირითადი პრინციპია.

 

  1. ალენ დიუკასი

მისი სახელი ფრანგული სამზარეულოს სინონიმია. დიუკასი ფერმაში გაიზარდა და მისი ღრმა რწმენით პროდუქტები უნდა იყოს ნატურალური და სეზონური. ეს მისი სამზარეულო ფილოსოფია გახდა.

ალენმა სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესია მალე აირჩია და კულინარიულ შესწავლა გადაწყვიტა. სწავლის პერიოდში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, რაც დიდად არ მოსწონდა და კარიერულ კიბეზე აღმასვლა გადაწყვიტა. დღეს აკენ დიუკასი 19 მიშლენის ვარსკვლავი და 20 რესტორანი აქვს ბრენდ Spoon-ის სახელით, მათ შორის ერთ-ერთი ეიფელის კოშკზეა განთავსებული. თავად ალენი გაზქურასთან არ დგას, თუმცა თუ ჯიბეში ზედმეტი 50 000 ევრო გიგდიათ, ის თქვენთვის სადილს მოამზადებს. რამზისგან განსხვავებით ტელეშოუებზე მეტად წიგნები აინტერესებს, რომლებიც მშვენივრად ეყიდება.

 

  1. ვოლფგანდ პაკი

ერთი მხრივ მას 20 რესტორანი აქვს, მეორე მხრივ პატარა კაფეების ქსელი Wolfgang Puck Express –  სადაც ევროპული დახვეწილი გემოსა და ამერიკული დემოკრატიის შერწყმას ცდილობს.

25 წლის ასაკში „მაქსიმში“ მუშაობის შემდეგ ჩემოდანს კრავს და შტატებში მიემგზავრება. ცხოვრებას ნოლიდან იწყებს, ყველგან მუშაობს, გამოცდილებას აგროვებს, შემდეგ კი ჰოლივუდისკენ მიემართება. თამამი ექსპერიმენტატორი ცნობილი სწრაფად ხდება და მისი კერძებით ვარსკვლავებიც ინტერესდებიან. სტილი Fusion ფაქტობრივად მისი შექმნილია.

30 წლის შემდეგ პაკი რესტორნების ქსელის, ქეითერინგის ქსელის და ფასტფუდის ქსელის მფლობელია, აწარმოებს ჭურჭელს, ნახევარფაბრიკატებს, წერს საგაზეთო სვეტებს 30 გამოცემაში! და რაც მთავარია, „ოსკარის“ დაჯილდოვების შემდგომი წვეულება მისი კერძების გარეშე წარმოუდგენელია.

 

  1. ნობუიუკი ნობუ მაცუხისა

მაცუხისა შეფობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. იაპონიაში 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა რესტორანში მუშაობდა, შემდეგ სანატრელი ადგილი მიიღო. ამას საკუთარი რესტორნის გახსნის შეთავაზება და პერუში გადასვლა მოჰყვა. მას შემდეგ ბევრი იმოგზაურა: არგენტინა, იაპონია, ალიასკა, სადაც მისი რესტორანი დაიწვა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. და ბოლოს ლოს-ანჯელესი, ბევერლი-ჰილზი, სადაც ჯიუტმა იაპოინელმა საკუთარი რესტორანი Matsuhisa გახსნა.

თუმცა, შეფს პოპულარობა არა Matsuhisa-მ, არამედ რობერტ დე ნიროსთან საერთო პროექტმა მოუტანა მარტივი სახელწოდებით Nobu. შედეგად, Nobu მსოფლიოს 20 ქვეყანაში გახსნეს, მაცუხისას ყოველწლიური შემოსავალი კი 10 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კომენტარი
%d bloggers like this: