“გრემი 2019”: გამარჯვებულები და ცერემონია

გასულ ღამეს კალიფორნიაში “გრემის” 61-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე ქეითი პერი, ჰაიდი კლუმი, კაილი ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, ხოლო სცენა ქალი-შემსრულებლების სიმრავლით გამოირჩეოდა.

როგორც უკვე იცით წლევანდელი ცერემონიის წამყვანი ალიშა კისი გახლდათ, ხოლო შოუს გახსნაზე სცენაზე მიშელ ობამა გამოჩნდა.

საღამოს მთავარი გმირი 49 წლის ჯენიფერ ლოპესი გახდა, რომელმსაც გრანდიოზული შოუ მოაწყო და როიალზეც კი იცეკვა.

ლედი გაგამ ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

View this post on Instagram

THE VOCALS

A post shared by GAGA (@gagacoven) on

იოლანდა ადამსმა, ანდრა დეიმ და ფანტასია ბარინონ გასულ წელს გარდაცვლილი არეტა ფრანკლინი გაიხსენეს და მისი სიმღერა You Make Me Feel Like შეასრულეს.

Cardi B ისტორიაში შევიდა, როგორც “გრემის” მფლობელი პირველი ქალი საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში.

 

ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

წლის ჩანაწერი: “This Is America” — Childish Gambino

წლის ალბომი: Golden Hour — ქეისი მასგრეივსი

წლის სიმღერა: “This Is America”

საუკეთესო ახალი შემსრულებელი: დუა ლიპა

საუკეთესო ვოკალური შესრულება: Joanne (Where Do You Think You’re Goin’?) – ლედი გაგა

საუკეთესო დუეტი: Shallow – ლედი გაგა და ბრედლი კუპერი

საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი: Sweetener არიანა გრანდე

საუკეთესო როკ-გამოსვლა: When Bad Does Good – კრის კორნელი

საუკეთესო როკ-კომპოზიცია: საუკეთესო როკ-ალბომი: From The Fires — Greta Van Fleet

საუკეთესო ალტერნატიული ალბომი: Colors — Beck

საუკეთესო R&B – გამოსვლა: Best Part — H.E.R. და დენიელ ცეზარი

საუკეთესო ტრადიციული R&B – გამოსვლა: Bet Ain’t Worth The Hand – ლეონ ბრიჯესი; How Deep Is Your Love — პი ჯეი მორტონი, Yebba

საუკეთესო R&B -კომპოზიცია – Boo’d Up 

საუკეთესო R&B – ალბომი – H.E.R. — H.E.R.

საუკეთესო რეპ-ალბომი: Invasion of Privacy — Cardi B

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო: This Is America — დონალდ გლოვერი

კომენტარი
%d bloggers like this: