დაკოტა ფენინგმა ფილმი გადაიღო

მსახიობ დაკოტა ფენინგის სარეჟისორო დებიუტი Miu Miu-სთვის შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმით შედგა. ფილმი სახელწოდებით Hello Apartment ბრენდისათვის ქალი-რეჟისორების მიერ გადაღებული მეთხუთმეტე ფილმია. დაკოტა თავის ნამუშევარში აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცევა უბრალო ბინა გამოცდილებისა და ემოციის ერთგვარ დღიურად. ბინა მისი მეპატრონის სიხარულით, სევდით, იმედებითა და იმედგაცრუებებით ივსება. მთავარ როლშია ივ ჰიუსონი.

„სიუჟეტი ჩემმა პირველმა ბინამ შთამაგონა, რომელშიც დღემდე ვცხოვრობ. Miu Miu კი ჩემთვის ნამდვილ ოჯახად იქცა“- აღნიშნავს მსახიობი.

ფილმის სცენარი ლიზ ჰანასთან ერთად დაიწერა. ჰანა სტივენ სპილბერგის ფილმის  The Post-ის ერთ-ერთი სცენარისტია.

Hello Apartment-ის პრემიერა ლონდონში, კინოთეატრში Curzon Cinema Mayfair გაიმართა.

კომენტარი
%d bloggers like this: