დასახელდნენ მსახიობები, რომლებიც გამარჯვებულებს “ოსკარს” გადასცემენ

4 მარტს ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცერემონიას ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი წაიყვანს. ის მსახიობები კი, ვინც ლაურეატებს ჯილდოს გადასცემენ, პროდიუსერებმა გუშინ დაასახელეს. „თითოეული მათგანი განსაკუთრებული, უნიკალური ენერგიის მატარებელია“- განაცხადეს მათ.

გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ ვიოლა დევისი, ლორა დერნი, ჯენიფერ გარნერი, ტიფანი ჰედიში, გრეტა გერვიგი, ტომ ჰოლანდი, მახერშალა ალი, ჩედვიკ ბოუზმანი, კუმეილ ნანჯიანი, მარგო რობი, ემა სთოუნი, დანიელა ვეგა, მაია რუდოლფი, ტარაჯი პი ჰენსონი, სელმა ჰაიეკ პინო, ემილი ბლანტი, სანდრა ბულოკი, დეივ ჩაპელი, ეუგენიო დერბეზი, ანსელ ელგორტი, ჯეინ ფონდა, ჯოდი ფოსტერი, ეიზა გონზალესი, ეშლი ჯადი, ნიკოლ ქიდმანი, მეთიუ მაკკონაჰი, ჰელენ მირენი, რიტა მორენო, ლუპიტა ნიონგო და კრისტოფერ უოკენი.

 

კომენტარი
%d bloggers like this: