პარიზში დეგას მოპარული ტილო იპოვეს

ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბანში ფრანგი იმპრესიონისტის ედგარ დეგას დაკარგული ნამუშევარი აღმოაჩინეს. ტილო სახელწოდებით „გუნდი“ ან „გუნდის მომღერლები“ ერთ-ერთ ავტობუსში, ბენზინგასამართ სადგურზე ჩემოდანში იპოვეს. ავტობუსის ყველა მგზავრმა განაცხადა, რომ ჩემოდანი მათი არ იყო.

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტილო ორიგინალია და ნამდვილად ცნობილი მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის.  „გუნდის მომღერლები“ 1877 წელს შეიქმნა. ტილო რვა წლის წინ მარსელის მუზეუმიდან მოიპარეს. ნამუშევარი თავდაპირველად ორსეს მუზეუმს ეკუთვნოდა, მარსელში კი საერთაშორისო გამოფენისთვის გაიგზავნა.

კომენტარი
%d bloggers like this: