დევიდ ლინჩის ახალი ვიდეო ჭიანჭველასა და ყველზე

დევიდ ლინჩმა 13-წუთიანი ვიდეო, სახელწოდებით “ჭიანჭველის თავი”(Ant Head) გამოაქვეყნა. რეჟისორის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარი მოქმედი გმირები არიან “ჩემი მეგობარი ჭიანჭველები და ყველი”. ვიდეოს ფონად ადევს მუსიკა ლინჩის ალბომიდან  Frank 2000 და Woodcutters From Fiery Ships.

ვიდეორგოლის პრემიერა Festival of Disruption-ზე შედგა, ახლა კი ონლაინ არის ხელმისაწვდომი.

ვიდეო ლინჩის ჯაზური ალბომის, Thought Gang-ის პრომოკამპანიის ნაწილია, რომელიც რეჟისორმა ანჯელო ბადალამენტისთან ერთად ჯერ კიდევ 1990-იანებში ჩაწერა.

ალბომის ფრაგმენტები სერიალის “ტვინ პიქსი” ახალ სეზონში და ფილმში “ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება” ჟღერს, ხოლო სრულად წელს გამოიცემა.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: