დევიდ ლინჩი “ტვინ პიქსის” მსახიობზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

დევიდ ლინჩი გადაიღებს ფილმს “მე ვიცნობ ქეთრინს, ქალს მორით”, რომელიც სერიალ “ტვინ პიქსის” მსახიობ ქეთრინ კოულსონს ეძღვნება.

ფილმში მოთხრობილი იქნება არამარტო ცნობილი სერიალის პერსონაჟის, არამედ მსახიობის ცხოვრების შესახებ. ფილმში შევა ლინჩის და მისი სხვა ფილმების მსახიობების უნიკალური ინტერვიუები.

რეჟისორის კოლეგის, რიჩარდ გრინის თქმით, ქეთრინ კოულსონი ლეგენდა იყო ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით.

ჯერჯერობით სერიალის გაგრძელების შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა კომპანია Showtime და თავად დევიდ ლინჩი არ გამორიცხავენ ეკრანებზე სერიალის მეოთზე სეზონის გამოსვლას.

 

კომენტარი
%d bloggers like this: