დეითინგ-აპლიკაცია სერიალ “შავი სარკიდან” რეალობად იქცა

გასული წლის ბოლოს Netflix-ზე „შავი სარკის“ მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გაჯეტების გავლენას გვაჩვენებს.

ეპიზოდმა სახელწოდებით „ჩამოახრჩე დიჯეი“, სადაც ადამიანები დეითინგ-აპლიკაციის საშუალებით იცნობენ ერთმანეთს დიდი მოწონება დაიმსახურა. აპლიკაცია მომხმარებელს იდეალური მეორე ნახევრის პოვნას ჰპირდება. პროექტის შემქმნელებმა მსგავსი სერვისის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა გადაწყვიტეს.

აპლიკაციას Coach Dating ჰქვია და მისი საშუალებით სინამდვილეშიც შესაძლებელია მომავალი ურთიერთობის ვადის განსაზღვრა. უბრალოდ გაუგზავნეთ ეკრანზე მოციმციმე ბმული პარტნიორს და ეკრანზე თქვენი რომანის ხანგრძლივობა გამოისახება. სერვისის ტესტირება ამ ბმულზე შეგიძლიათ. თუ რა თქმა უნდა, სიმართლის გაგების არ გეშინიათ.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: