ლილი-როუზ დეპი, რობერტ პეტინსონი და ტიმოთი შალამე Netflix-ის ფილმში ერთად ითამაშებენ

არხმა Netflix დრამის “მეფე” სამსახიობო ნაკრების ახალი სახელები გაამხილა. პროექტში სამი ახალგაზრდა, საინტერესო მსახიობი ლილი-როუზ დეპი, Chanel-ის სახლის სახე, რობერტ პეტინსონი, ყველაზე მომხიბვლელი ვამპირი კინოს ისტორიაში და უნიჭიერესი ტიმოთი შალამე ითამაშებენ, რომელმაც თავი ოსკაროსანი ფილმიდან “შენი სახელით მომმართე” დაგვამახსოვრა.

როგორც უკვე ცნობილია, ახალი ფილმის სიუჟეტი უილიამ შექსპირის პიესებს “ჰენრი IV” და “ჰენრი V” ეფუძნება. შალამე პრინც ჰენრის, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს ითამაშებს, რომელსაც მოუწევს გაიგოს რას ნიშნავს მეფობა. პეტინსონს ფრანგი პრინცის როლი ერგო, დეპი კი პრინცესა ეკატერინეს ითამაშებს.

გადაღებები ივნისში დაიწყება, პრემიერას კი 2019 წელს უნდა ველოდოთ.

კომენტარი
%d bloggers like this: