დიდი ბრიტანეთის პატარა პრინცის სახელი ცნობილია

პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ახალშობილი ვაჟის სახელი ცნობილი გახდა. პატარას ლუის არტურ ჩარლზი დაარქვეს. ახალი ამბავი კენსინგტონის სასახლის twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნეს.

“კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულნი არიან გამოაცხადონ, რომ ვაჟს ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს. ბავშვს ოფიციალურად მიმართავენ როგორც მის სამეფო უდიდებულესობა კემბრიჯის პრინც ლუისს”.

მანამდე პრინცმა უილიამმა აღნიშნა, რომ შვილს “ძლიერი” სახელი შეურჩიეს. პატარა პრინცი სამეფო ტახრის მემკვიდრეებში მეხუთე ადგილზეა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: