დიზაინერმა კანსაი იამამოტომ დევიდ ბოუის კოსტიუმებზე ისაუბრა

იაპონელმა დიზაინერმა კანსაი აიამამოტომ NYT-ის მოდის რედაქტორთან ღია ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა. ბრუკლინის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე იამამოტომ დევიდ ბოუისთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ სასცენო კოსტიუმებზე ისე, რომ დიზაინერს მუსიკოსის არცერთი სიმღერა მოსმენილი არ ჰქონდა.

ფერზე – „ფერი -ეს ჟანგბადია, რომლითაც ვსუნთქავთ. სამყარო ფერის გარეშე არ არსებობს. როდესაც ჰორიზონტიდან ამომავალ მზეს ვხედავ, მუსიკა მესმის“.

აღმოსავლეთსა და დასავლეთზე – „ჩემი დასავლეთის სტილის გაგება დევიდ ბოუიმ ჩამოაყალიბა და მე მას აღმოსავლური სტილი ავუხსენი“.

ტანსაცმელზე სქესის გარეშე – „როდესაც ბოუისთვის ტანსაცმელს ვიგონებდი, დიზაინს მივუდექი ისე, თითქოს ქალს ვაცმევდი. მე უარი ვთქვი ელვა-შესაკრავზე წინა მხარეს“.

მუშაობაზე მოდის ინდუსტრიაში – „მოდა ის სამუშაო არაა, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევდი. მაგრამ, თუ ნამდვილად გინდათ ამ საქმის კეთება, მიდით!“.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: