დიზაინერმა ტომას მაიერმა Bottega Veneta დატოვა

ტომას მაიერმა Bottega Veneta-ში 17 წლიანი მუშაობის შემდეგ კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა. დიზაინერი ბრენდთან 2001 წლიდან თანამშრომლობს.

“მოდის სახლი დავალებულია ტომასთან მისი შემოქმედებითი ხედვისა და ბრენდის განვითარებისთვის. მისი წვლილი ძალიან დიდია, ის რაც დღეს გვაქვს, მნიშვნელოვან წილად მისი დამსახურებაა” – კომენტარი გააკეთა Kering-ის გენერალურმა დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაცია მაიერის შემდგომ გეგმებზე და ასევე მისი შემცვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარი
%d bloggers like this: