დისნეიმ “მალაფისენტის” სიქველის გადაღება დაიწყო

კომპანიამ Disney “მალაფისენტის” გაგრძელების გადაღებების დაწყების შესახებ განაცხადა, რომლებიც ატლანტასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. სიქველს ხოაკიმ რონინგი იღებს, “კარიბის ზღვის მეკობრეების” დამდგმელი რეჟისორი.

ჯადოქარი მალაფისენტის როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი ასრულებს, ელ ფენინგი კი პრინცესა ავრორას სახეს დაუბრუნდა. სამსახიობო ჯგუფს მიშელ პფაიფერიც შეუერთდა, რომელსაც დედოფალი ინგრიდის როლი ერგო, ჰარის დიკინსონი კი პრინცი ფილიპი იქნება.

“მალაფისენტის” მეორე ნაწილის მოქმედება პირველში განვითარებული ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხდება. მალაფისენტა და ავრორა ერთიანდებიან ჯადოსნური ტყის გადასარჩენად. მსახიობებმა საკუთარ Instagram-ზე რამდენიმე ფოტო უკვე გამოაქვეყნეს.

შეგახსენებ, რომ ორიგინალური სურათი 2014 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში 750 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა. სიქველის პრემიერა 2020 წელს იგეგმება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: