დიჯეი Avicii-ს გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა

შვედი დიჯეი ტიმ ბერგლინგი, ცნობილი ფსევდონიმით Avicii, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. დღეს მისი გარდაცვალების მიზეზად ახლობლებმა თვითმკვლელობა დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun გვატყობინებს.

ბერგლინგის ოჯახმა გამოცემასთან ისაუბრა, რომ ტიმმა გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა. “ის სიმშვიდეს ეძებდა” -დაამატეს მათ.

ამავე დროს, დიჯეის თაყვანისმცემლები მის გარდაცვალებაში მენეჯერებს ადანაშაულებენ. The Sun-ის ცნობით, დიჯეი არაერთხელ ჩიოდა გადატვირთულ გრაფიკზე და აცხადებდა, რომ მისი გუნდის წევრები გამოსვლების შეწყვეტის წინააღმდეგნი არიან, ამიტომ იძულებულია გასტროლები გააგრძელოს. ამის შესახებ ის დოკუმენტურ ფილმშიც საუბრობს, რომელიც შარშან გამოვიდა.

ტიმ  ბერგლინგი 20 აპრილს ომანის ქალაქ მასკატში გარდაიცვალა. დიჯეი 28 წლის იყო.

კომენტარი
%d bloggers like this: