დონატელა ვერსაჩემ ბეწვეულზე უარი თქვა

დონატელა ვერსაჩემ Gucci-ს, Ton Ford-ის, Givency-ს და  Michael Kors-ის კვალდაკვალ განაცხადა, რომ უარს ამბობს კოლექციებში ბეწვეულის გამოყენებაზე. 

“მე არ მინდა ცხოველების დახოცვა იმისთვის, რომ მოდა ვაკეთო. ეს არასწორია” – თქვა დიზაინერმა The Economist’s 1843 magazine-თან საუბრისას.

ნატურალური ბეწვეული ბრენდის კრუიზის კოლექციიდან უკვე ამოღებულია, თუმცა საიტზე ჯერ კიდევ იყიდება კურდღლის ბეწვის ბალიშები, რომლის ფასი 1450 ამერიკული დოლარია.

დონატელას განცხადება მოულოდნელი იყო. კომპანიას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარი
%d bloggers like this: