“გრეის ანატომიას” ეიფრილ კეპნერი და არიზონა რობინსი ტოვებენ

პროდიუსერების გადაწყვეტილებით ჯესიკა ქეფშოუს და სარა დრიუს კონტრაქტები აღარ გაუგრძელდებათ. “გრეის ანატომიის” ორ უსაყვარლეს პერსონაჟს ეიფრილ კეპნერს და არიზონა რობინსს სერიალის მომავალ, 15-ე სეზონში ვეღარ ვიხილავთ.

ქეფშოუმ მონაწილეობა სერიალის ათ სეზონში მიიღო, ხოლო დრიუმ ცხრაში. ორივემ, ქეფშოუმ და დრიუმ საკუთარ გრძნობები სოციალურ ქსელში გააზიარეს. ჯესიკა ქეფშოუ Twitter-ზე წერს, რომ ძალიან უყვარს არიზონას პერსონაჟი, ასევე აღნიშნავს მის როლს ლგბტ საზოგადოების წინაშე და მადლობას უხდის შოუს სცენარისტს შონდა რაიმზს.

სარა დრიუმ თავის პოსტში აღნიშნა, რომ ახალი ამბავი ცოტა ხნის წინ შეიტყო და ჯერ შეგუება უჭირს. მან სერიალში 9 წელი დაჰყო და გუნდის ძალიან მადლიერია.

ჯერჯერობით ახალი სეზონის დეტალები ცნობილი არ არის. მანამდე შეგვიძლია დრიუს Instagram-გვერდზე შევიხედოთ.

A post shared by Sarah Drew (@thesarahdrew) on

ახალი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს სერიალის თაყვანისმცემლებმა და ემოციები სოციალურ ქსელებში გამოხატეს.

კომენტარი
%d bloggers like this: