ელენ დე ჯენერისმა 27 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა

61 წლის ელენ დე ჯენერისმა და 45 წლის პორშა დე როსმა მონტესიტოში, კალიფორნიის შტატში ახალი სახლი შეიძინეს.

27 მილიონი დოლარის ღირებულების სახლიდან ზღაპრული ხედი იშლება. ის 2011 წელს აშენდა და რემონტს საჭიროებს.

მასპინძლებისა და მათი სტუმრების განკარგულებაშია 5 საძინებელი, 10 აბაზანა, სახლის გარშემო მყუდრო სივრცე აუზით და ეგზოტიკური ბაღი.

ძირითადი შენობის მიმდებარედ მცირე ზომის სასტუმო სახლი მდებარეობს. აუზთან კი სატრენაჟორო დარბაზია განლაგებული.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: