ელისაბედ II და პრინცი ფილიპი ქორწინების 71-ე იუბილეს აღნიშნავენ

1947 წლის 20 ნოემბერს მთელი მსოფლიო დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპის ქორწილს ადევნებდა თვალს.

ბუკინჰემის სასახლის წინ ხალხის დიდი ჯგუფი შეიკრიბა, რადიო-ტრანსლაციას კი 20 მილიონი ადამიანი უსმენდა.

საინტერესოა, რომ დედოფლის ქორწილზე ელისაბედის ბიძა, ედუარდ VIII მიიწვიეს, რომელიც ქვეყნიდან განდევნილი იყო ტახტზე უარის თქმის და უოლის სიმფსონზე ქორწინების გამო.

ელისაბედის კაბა ორი თვე იკერებოდა. მასზე დიზაინერ ნორმან ჰარტნელის ხელმძღვანელობით 25 მკერავმა და 10 მქარგველმა იმუშავა.

დედოფალი საკურთხეველთან ატლასის კაბით მივიდა, რომელზეც დაქარგული იყო ფლერდორანჟის, ჟასმინისა და თეთრი ვარდის სიმბოლური გამოსახულებები.

კაბას 4-მეტრიანი შლეიფი ჰქონდა.

ელისაბედ მეორეს მთავარი სამკაული დიადემა და ორი ყელსაბამი სახელად “დედოფალი ანა” და “დედოფალი კაროლინა” გახდა.

ეს უკანასკნელი მეფე გეორგ II-ის მეუღლეს ეკუთვნოდა.

და რა თქმა უნდა ნიშნობის ბეჭედი: მის დასამზადებლად ძვირფასი ქვა პრინც ფილიპის დედის, გერმანელი პრინცესა ალისა ბატენბერგის დიადემიდან ამოიღეს, რომელიც მას ქორწილზე ამკობდა.

კომენტარი
%d bloggers like this: