ელისაბედ II-ს უკანასკნელი კორგი გარდაიცვალა

ბუკინგემის სასახლიდან სამწუხარო ახალი ამბავი გავრცელდა – დედოფლის უკანასკნელი ძაღლი სახელად უილოუ გარდაიცვალა. ის უკანასკნელი შთამომავალი იყო კორგი სიუზანასი, რომელი დედოფალს 18 წლის იუბილეზე აჩუქეს.

კორგი ინგლისური ძაღლის ჯიშია, რომელიც დიდ ბრიტანეთში X საუკუნეშია გამოყვანილი. სწორედ უილოუ გადაიღეს მინი-ფილმში დედოფალთან და დეიელ ქრეიგთან ერთად 2012 წელს ლონდონში ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის.

უილოუ სიმსივნით იყო ავად და ტკივილის შემსუბუქების მიზნით, დააძინეს. დედოფალმა მძიმედ გადაიტანა ერთგული მეგობრის დაკარგვა.

“ის ადრეც საკუთარი განიცდიდა ძაღლების გარდაცვალებას, მაგრამ უილოუს შემთხვევა განსაკუთრებით მძიმეა, შესაძლოა იმიტომ, რომ ის უკანასკნელი ძაფი იყო, რომელიც დედოფალს მშობლებთან და ბავშვობის მოგონებებთან აკავშირებდა. ეს ეპოქის დასასრულია”. უილოუ 14 წლის იყო.

თუმცა, ბუკინგემის სასახლეში ჯერ კიდევ ისმის ძაღლის ყეფის ხმა. დედოფალს კიდევ ორი დორგი(კორგისა და ტაქსას ნაჯვარი) ჰყავს – ვულკანი და ქენდი. მართალია, რამდენიმე წლის წინ დედოფალმა თქვა რომ ძაღლს აღარ იყოლიებდა, მაგრამ გასულ წელს კორგი სახელად უისპერი შეიფარა მას შემდეგ, რაც მისი პატრონი, სასახლის მებაღე გარდაიცვალა.

This slideshow requires JavaScript.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: