ემა სთოუნი Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში

ცნობილია, რომ ოსკაროსანი ემა სთოუნი განსაკუთრებულად ფრთხილად არჩევს პროექტებს სათანამშრომლოდ. მსახიობმა კონტრაქტს მხოლოდ გასულ წელს მოაწერა ხელი და Louis Vuitton-ის ელჩი გახდა.  მას შემდეგ წითელ ხალიჩაზე და ყველა წვეულებაზე ემა მხოლოდ ფრანგული ბრენდის სამოსით ჩნდება. ახლახანს 29 წლის მსახიობის და ბრენდის პირველი სარეკლამო კამპანიის ფოტოები გამოქვეყნდა.

 

ფოტოზე ემას Louis Vuitton 2018 წლის წინასაშემოდგომო კოლექციიდან ფერადი კაბები აცვია, ხელში კი ჩანთა Capucines უჭირავს. ეს ფოტოების ბრენდის პროექტის Spirit of Travel გაგრძელებაა, გადასაღებად კი კალიფორნიის უდაბნო აირჩიეს.

ფოტოების ავტორი ქრეიგ მაკქიდია და არა პატრიკ დემარშელიე, რომელთან თანამშრომლობაზე ბრენდმა უარი თქვა სექსუალურ ძალადობაზე ბრალდების გამო.

კომენტარი
%d bloggers like this: