ემილი ბლანტის 5 საუკეთესო ფილმი

დღეს, 23 თებერვალს ბრიტანელი მსახიობის, ემილის ბლანტის დაბადების დღეა. უკევ 10 წელია მას ჰოლივუდშიც თავისიანად თვლიან. გარდა იმისა, რომ ემილის მეუღლე ამერიკელი მსახიობი ჯონ კრასინსკია, ასევე, მისი უფროსი და სტენლი ტუჩის მეუღლეა.

ბლანტი „ოქროს გლობუსის“ სამგზის ნომინანტია. ჯერ კიდევ უცნობ მსახიობს არ შეეშინდა ენ ჰეთეუეისა და ლეგენდარული მერილ სტრიპის გვერდით თამაში და დასამახსოვრებელი სახე შექმნა ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“. ემილი მესამე ნომინაციაზე ფილმისთვის „ახალგაზრდა ვიქტორია“ წარადგინეს, რომელიც მარტინ სკორსეზეს პროდიუსერობით შეიქმნა. ფილმმა საუკეთესო კოსტიუმებისთვის „ოსკარი“ მიიღო და სიურპრიზი გახდა ყველასთვის ვინც ბლანტს მხოლოდ კომედიურ მსახიობად იცნობდა. ახლა კი, მსახიობის ყველაზე დასამახსოვრებელ ფილმებს გადავხედოთ:

 

1. „ეშმაკი ატარებს პრადას“

2. „ახალგაზრდა ვიქტორია“

 

3. „რეალობის შემცვლელნი“

 

4. „გოგონა მატარებელში“

5. „მონადირე: ზამთრის ომი“

კომენტარი
%d bloggers like this: