ემილი რატაკოვსკი დაქორწინდა

გუშინ ემილი რატაკოვსკიმ საკუთარ Isntagram-ით ახალი ამბავი გვამცნო, რომელიც თავიდან ყველამ ხუმრობად მიიღო. მოდელმა თავის ბოიფრენდთან, მსახიობ სებასტიან ბერ-მაკლარდთან ერთად რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. „მე დავქორწინდი“ – მიაწერა ფოტოს, რომელზეც ნიშნობის ბეჭედეც ჩანს.

ცერემონია ნიუ-იორკის მერიაში გაიმართა და მას მხოლოდ წყვილის ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები დაესწრნენ. ემილის საქორწინო კაბა არ ეცვა. მნიშვნელოვანი დღისთვის მან ZARA-ს მდოგვისფერი კოსტიუმი და შავი ფარფლებიანი ქუდი შეარჩია.

 

თაყვანისმცემლებისთვის მოდელის ქორწინება მოულოდნელი იყო, რადგან რატაკოვსკი სულ ახლახანს, იანვრის დასაწყისში დაშორდა ბოიფრენდს, რომელთანაც ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშრებს. სავარაუდოდ, სებასტიანისა და ემილის ურთიერთობა ამ თარიღამდე ბევრად ადრე დაიწყო. თუმცა, წყვილს ნაკლებად ადარდებთ რას იტყვიან მათზე და ფოტოზე ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.

კომენტარი
%d bloggers like this: