თრეილერი: ჯენიფერ ენისტონი ფილმში “ფუნთუშა”

Netflix-მა ახალი ფილმის, “ფუნთუშას” (Dumplin) თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ენისტონი თამაშობს.

სიუჟეტი დედა-შვილის ურთიერთობის გარშემო ვითარდება.  ენისტონის გმირი როუზ დიქსონი სკოლის მოსწავლის დედა და ყოფილი სილამაზის დედოფალია.

ის სილამაზეზე სტერეოტიპული წარმოდგენებით ცხოვრობს და სხვადასხვა გზით ცდილობს შვილის ზედმეტ წონასთან გამკლავებას. შვილი კი დედის სტერეოტიპებთან ბრძოლას იწყებს.

ფილმის პრემიერა Netflix-ზე 7 დეკემბერს შედგება.

კომენტარი
%d bloggers like this: