ვაინონა რაიდერი და ელიზაბეტ ოლსენი H&M-ის რეკლამაშო ცეკვავენ

შვედურმა ბრენდმა H&M ახალი საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო რგოლი გამოაქვეყნა. მზე, ბუენოს აირესის ქუჩები და არგენტინული ტანგოს გაკვეთილები ელიზაბეტ ოლსენისთვის მოსაწყენია, სანამ წითელკაბიანი უცნობი არ გამოჩნდება. ოლსენთან ერთად რგოლში მოდელები ანდრეა დიაკონუ, იმაან ჰამანი, ნაომი შიმადა მონაწილეობენ. ცეკვას ვაინონა რაიდერიც უერთდება.

გოგონებს ფრიალა, პრინტიანი, მოქარგული, ასიმეტრიული კაბები, ასევე ჯინსები და მოკლე ბლუზები აცვიათ H&M-ის ახალი კოლექციიდან, რომელიც 22 მარტს გამოვა.

კომენტარი
%d bloggers like this: