“ვარსკვლავური გზის” ახალი ეპიზოდს ქალი-რეჟისორი გადაიღებს

CinemaCon-ის ფესტივალის მსვლელობისას კომპანიამ Paramount Pictures  გამოაცხადა, რომ საკულტო ფილმის “ვარსკვლავური გზის” მეოთხე ნაწილის რეჟისორი იქნება ს.ჯ. კლარკსონი, პირველი ქალი-რეჟისორი ფრანჩიზის ისტორიაში. კლარკსონს ნამუშევარი აქვს სერიალების “დექსტერი”, “ჯესიკა ჯონსი” და “მცველების” ეპიზოდებზე. ასევე თანამშორმლობდა BBC-ს და Netflix-თან მინი-სერიალზე Collateral.

ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ როლში კრის ჰემსვორტს ვიხილავთ, რომელიც პირველ ნაწილში ჯორჯ სემუელ კირკის, ჯეიმს კირკის მამის როლს ასრულებდა.
 
ფილმის ოფიციალური სინოფსისი მაყურებელს დროში მოგზაურობას ჰპირდება, ჯეიმს კირკი კი მამას შეხვდება.
ბლოკბასტერის პროდიუსერი კვლავ ჯეი ჯეი აბრამსია. 
 

კომენტარი
%d bloggers like this: