ვარსკვლავური სახლები: რიანა ჰოლივუდში მდებარე რეზიდენციას ყიდის

შეძენიდან სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ რიანას ჰოლივუდის რეზიდენციას ყიდის, რომელიც 6,8 მილიონ დოლარად შეიძინა.

ცოტა ხნის წინ სახლი კვლავ გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე და ახლა მისი ფასი 7,495 მილიონია.

სახლი 700 კვ. მეტრზეა გაშლილი. მასში 6 საძინებელი, 9 სააბაზანო, რამდენიმე სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, საბილიარდო, სახლის კინოთეატრი და სატრენაჟორო ოთახია.

სახლის ტერიტორიაზე განლაგებულია აუზი, ავტოსადგომი, დიდი ავტოფარეხი და ბაღი.

შესაძლოა, სახლის გაყიდვა ბოლოდროინდელ ინციდენტს უკავშირება, როდესაც მომღერლის სახლში შეშლილი ფანატი შეიჭრა და 12 საათი გაატარა. მან რიანას მოლოდინში მობილური ტელეფონის დატენვაც კი მოასწრო.

საბედნიეროდ, ამ დროს პოპ-ვარსკვლავი ნიუ-იორკში იმყოფებოდა.

კომენტარი
%d bloggers like this: