ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

29 ოქტომბერს iArt Gallery-ში ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების გამოფენა  „ნაპოვნი ნივთების ხელოვნება” გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ 50-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შექმნილი დაახლოებით 60 კოლაჟი გამოიფინა: მავთულით, ძველი, დამტვერული სათამაშოებით, ბადეებით, ქვიშით, შექმნილი ნამუშევრები და ბევრი ჩიტები. აქვეა სერგო ფარაჯანოვისთვის მიძღვნილი კომპოზიციაც.

9A1CC6EA-A8B1-42FF-A175-FC1BAEBA7E41

ვიგენ ვართანოვს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუქვეყნებია, გამოფენას სამომავლოდ გეგმავდა. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მხატვრის ოჯახის წევრებმა საჯაროდ გამოფინეს ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლის შესახებ მხოლოდ მხატვრის მეგობრების ვიწრო წრემ იცოდა.

გამოფენა 2017 წლის 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

64474370-0332-49FA-922E-8A9BBBC862EBC9096B3B-C40D-4C48-ABB6-5795503F3395BC3F515A-12DD-4EAE-8DDF-0A2E7087104B

კომენტარი
%d bloggers like this: